Wednesday, April 14, 2010

მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა

მეორე დონე: ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში - მიზნად ისახავს სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობას ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.

სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს იმ საჯარო სკოლის მასწავლებლები, სადაც ინტერნეტ-კავშირი იქნება უზრუნველყოფილი 2009 წლის ბოლომდე ”საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” მიერ. სკოლის ადმინისტრაცია 6 მასწავლებელს შეარჩევს სკოლიდან საგნობრივი კათედრების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოცილური მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები და დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.

აუცილებელი მოთხოვნა:
  • ტექსტურ რედაქტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ინტერნეტში ძიება;
  • ელ-ფოსტის გამოყენება.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მასწავლებლები ტესტირებას გაივლიან.

ტრენინგ-კურსის აღწერა:

კურსი 39 საათისაგან შედგება, რომელიც 13 სამსაათიან დღედაა დაყოფილი და მოიცავს 4 მოდულს.

მოდული I. კურსის შესავალი (3 სთ.)
კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, შეფასება;
სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა;
მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში;
სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები;
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური ერთეული, სასწავლო პროექტი).

მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (24 სთ.)
გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება;
ეფექტური გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლები;
გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC);
გაკვეთილის დაგეგმვა;
ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში;
გაკვეთილის მომზადება: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება;
სწავლების სტრატეგიები ისტ-ის გამოყენებით;
სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით;
გაკვეთილის შეფასება.
მოდული III. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (6 სთ.)
სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება;
ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები;
სასწავლო პროექტის დაგეგმვა;
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში;
თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება;
სასწავლო პროექტის შეფასება.
მოდული IV. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (6 სთ.)
მასწავლებლის თვითშეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები;
მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო;
მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი;
პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით.
კურსის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შედეგად მონაწილე:
გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
ტრენინგ-კურსის პროდუქტი
მასწავლებელი შექმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:
გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი);
სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი).
კურსის წარამტებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი სერტიფიკატს მიიღებს.
სერტიფიცირების პირობები:
მინიმუმ 10 ტრენინგ-დღეზე დასწრება;
მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში;
კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექტრონული პორტფოლიო.